ფონდი

გელათი 2011

შემოგვიერთდით
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!!!


Ulti Clocks content


გელათის მეცნიერებათა აკადემ და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი გიწვევთ  მეხუთე საერთაშორისო პრაქტიკულ კონფერენციაზე: “ინფორმაციული საზოგადოება და ჩვენ”   მონაწილეობისათვის.

კონფერენციის მიზანია : უზრუნველყოს კვლევისა და შემუშავების პროცესში სტუდენტთა ჩართულობა,   არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირი, სასწავლო პროცესის პრაქტიკასთან დაახლოება, ექსპერტული ცოდნის მეცნიერულ კვლევებში გადატანისა და გამოყენებითი კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების  ხელშეწყობა.
მონაწილეობა შეუძლიათ:  ქართველ და უცხოელ სტუდენტებს
კონკურსის ვადები:

მონაწილეობის პირობები

1. ონლაინ რეგისტრაცია 26 მარტი - 15 აპრილი

2.კვლევის ანოტაცია( გეგმა ) : 9 აპრილი - 20 აპრილი

3.დასრულებული სტატია:  21 აპრილი - 31 მაისი 

4.კონფერენციის ჩატარების თარიღი: 20 ივნისი - 25 ივნისი

 

დაწვრილებით...
fa34f5d764bb.png

 

  2011 წლის 21 დეკემბერს “coffee time”-ში მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის ახალგაზრდულ ინიციატივათა კლუბმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე; 

 “ქართული თექის წარმოების ტექნოლოგია-არამატერიალურიკულტურული მემკვიდრეობა”

 

1d02805de7b6.jpg

  2011 წლის 11 ოქტომბერს მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდმა გამართა საჯარო დისკუსია  თემაზე:

  “ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის”

 დისკუსიის მოდერატორი: მარიამ ცაცანაშვილი –მდგრადი განვითარების საერთშორისო ფონდის  პრეზიდენტი
დაწვრილებით...

იწყება ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის „გელათი 2011“ მონაწილეთა რეგისტრაცია.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები.

  • ონლაინ-რეგისტრაცია იწარმოებს 1 მაისამდე.
  • თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი.
  • კონფერენციის საზეიმო დახურვა გაიმართება სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში 2011 წლის 15-დან 20 ივნისამდე.

გისურვებთ წარმატებებს !!!

პროექტის ხელმძღვანელი:
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.

დაწვრილებით...

ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად მიჩნეულია ალტერნატიული ენერგეტიკის პრობლემა. „სუფთა“ ენერგეტიკის განვითარებისათვის აუცილებელი პრობლემების გადაწყვეტა ხელს შეუწყობს დიდი ქალაქების საჰაერო აუზების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან დაკავშირებით არჩეულ იქნა პროექტი, რომელიც გულისხმობს მზის ენერგიის გამოყენებით წყალბადის მიღებას წყლიდან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მდინარეების, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეების აუზების სისუფთავე. ფონდის მოღვაწეობის ამ სფეროში არჩეულია პროექტი, რომლის მიხედვით შესრულდება ტრანსსასაზღვრო მდინარეების წყლების დაბინძურების ხარისხის დადგენა.

დაწვრილებით...
constantine_rufin.jpg

უძველესი შემონახული წერილობითი  ცნობა ქართლის ქრისტინობაზე მოქცევის შესახებ მოგვეპოვება რომაელი ავტორის ტირანიუს რუფინის „ეკლესიის ისტორიის“ მე–10 წიგნში, ანუ ევსევი კესარიელის ამავე სახელწოდების დღესდღეობით დაკარგული ნაშრომის გაგრძე–ლებაში. 402 წელს აკვილეის (იტალია) არქიეპისკოპოსის ხრომატიუსის (388–407) წინადადე–ბით რუფინი შეუდგა ამ ნაშრომის ლათინურ თარგმანს. თვით რუფინის სიტყვებით, „ფრიად ნასწავლი კაცის ევსევი კესარიელის ეს ნაშრომი ბერძნულ ენაზე იყო შესრულებული... რადგანაც მისი მე–10 წიგნი ძალიან მცირე ისტორიას შეიცავდა, ჩვენ ამოვაგდეთ ის, რაც ზედმეტად მიგვაჩნია, და ისტორია, რომელიც იყო მასში, მე–9 წიგნს შევუერთეთ. მე–10 და მე–11 წიგნები კი ჩვენ შევადგინეთ იმის საფუძველზე, რაც წინამდებარე (ევსევის – კ.ლ.) ნაშრომიდან გამომდინარეობდა, ნაწილობრივად კი იმის მიხედვით, რაც ჩვენ გვახსოვდა. ჩვენი ორი მოკლე წიგნი კონსტანტინე დიდისაგან იმპერატორ თეოდოსის სიკვდილამდე პერიოდს მოიცავს„ (Rufunus 1979, Introduction: X).

დაწვრილებით...
trainingbutton2.png

    
ჟურნალი ინფორმაცია და საზოგადოება იწყებს ტრეინინგებს  საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების  წერის მეთოდიკაში.

მიზნობრივი ჯგუფი: ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, ასევე  ნებისმიერი მსმენელი ვისაც აქვს  სურვილი სიღრმისეულად შეისწავლოს სამეცნიერო  ნაშრომების შედგენის მეთოდიკა.  ჯგუფი შედგება ფაკულტეტების მიხედვით  როგორც საბუნებისმეტყველო ისე ჰუმანიტარული კუთხით.

 

დაწვრილებით...
stand-up-take-action.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები „ქალები საუნივერისტეტო განათლებით“ და „მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი“ უერთდებიან 17-19 სექტემბრის გლობალურ აქციას: „მოქალაქეთა ხმა სიღატაკის წინააღმდეგ“, რომელიც ეძღვნება გაეროს 20-22 სექტემბრის სახელმწიფო მეთაურთა სამიტს.

დაწვრილებით...
eduard_shevardnadze.JPG

ქეთევან ჰაგერი:

ბატონო ედუარდ, თქვენ, ჩვენი დროის ერთ-ერთ მტკიცე და გამოცდილ პოლიტიკოსად მიგიჩნევენ. ხშირად გიწევდათ პოლიტიკური არენის დატოვება და შემდეგ დაბრუნება.  თქვენი აზრით, რამდენად საჭირო და  მნიშვნელოვანია ამგვარი ფონდის არსებობა საქართველოში გლობალიზაციის პირობებში?

ედუარდ შევარდნაძე:

დღევანდელი მსოფლიო ახალი ფასეულობების მოძიებისა და დამკვიდრების პროცესშია. ტერმინი „გლობალიზაცია“ გამოხატავს ამ ახალი პრინციპების ერთობლიობას და კაცობრიობისაგან გამოწვევებზე შესაბამისი ტიპის ცნობიერებით პასუხს მოითხოვს. როგორი პასუხიც გვექნება ამ მოთხოვნებზე, ისეთი იქნება ჩვენი ადგილი მომავალი მსოფლიოს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ყოველგვარი მცდელობა თავი ავარიდოთ გლობალიზაციის პრინციპებს იმ საბაბით, რომ ვეწინააღმდეგებით ამ იდეას პროტესტის ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით (მაგალითად ეროვნული ნიშნით) განწირულია დამარცხებისათვის. გლობალიზაცია უალტერნატივო ხასიათისაა. ის არ სვამს კითხვებს. გლობალიზაცია შემოდის ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, ყოველი ერის არსებობაში და გვიტოვებს ერთადერთ გზას საკუთარი ეგზისტენციისა და მეობის გამოსახატავად -  მოვერგოთ ამ უნივერსალურ პრინციპს, თუ გვსურს თავის გადარჩენა.

დაწვრილებით...