ეკოლოგია
საქართველოს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა - წყალბადის ენერგეტიკის განვითარება ბეჭდვა ელფოსტა
ჟურნალი - ეკოლოგია

თ.მარსაგიშვილი, მ. მაჭავარიანი, გ.ტატიშვილი
რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
მ. ცაცანაშვილი
გელათის მეცნიერებათა აკადემია

ივნისი, 2009

30 წელზე მეტი ხნის წინ ქალაქ მაიამიში (აშშ) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია THEME, რომელზეც გამოითქვა მოსაზრება ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის განვითარებისთვის ყველა ქვეყნის ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობის შესახებ.

ამ საკითხთა გარშემო კონფერენციების გამართვამ თანდათანობით რეგულარული ხასიათი მიიღო. ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა და მათზე  ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის განსავითარებლად მიჩნეულია წყალბადის ენერგეტიკის განვითარება. ამ მხრივ  ყველაზე დიდ პროგრესს ისლანდიამ მიაღწია. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა მიზანია 40 წლის განმავლობაში ორგანული საწვავის თანდათანობითი და სრულად ამოღება ხმარებიდან. იქ ელექტროენერგიის წყაროებია ჰიდროელექტროსადგურები და გეიზერების ცხელ წყალზე მომუშავე თბოელექტროსადგურები. ორგანული საწვავის მაგიერია წყალბადი, რომელიც ძირითადად წყლის ელექტროლიზით მიიღება. საწვავად წყალბადის გამოყენების საკითხში კაცობრიობის მიერ დაგროვილი გამოცდილება და ეკოლოგიის უმეტესად აქტუალური პრობლემები იძლევიან იმის საფუძველს, რომ წყალბადის ენერგეტიკის განვითარება პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს ტრანსპორტში მის დანერგვაზე.

დაწვრილებით...